როგორ უნდა გააკეთოთ ყველაზე გემრიელი სამარხვო ქადები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სამარხვო მარგარინი - 250 გ
  • შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა
  • ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
  • სამარხვო მაიონეზი - 200 გრ
  • ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, ლომონის ცედრა - გემოვნებით
  • სოდა 1 ჩკ
  • მარილი - დანის წვერით
  • ქიშმიში - 0,5 ჭიქა
  • შაქრის პუდრი - მოსაყრელად
მომზადების წესები

125 გ. შერბილებულ მარგარინს შეაზილეთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი, შეურიეთ 200 გ. სამარხვო მაიონეზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა, ვანილი გემოვნებით და მარილი დანის წვერით. ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე და გაყავით სამ თანაბარ ნაწილად. მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. შემდეგ სათითაოდ გააბრტყელეთ, დაფარეთ გულსართით და გადაახვიეთ რულეტივით. ფიგურული დანით დაჭერით ნაჭრებად, მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე და შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად. სურვილის მიხედვით მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის ფქვილი.
გულსართის მომზადების წესი: 1 ჩაის ჭიქა ფქვილი მოხალეთ, გააციეთ და შეაზილეთ 125 გ. დარბილებული მარგარინი. შეურიეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი, მიხაკი და ვანილი გემოვნებით. ხელით ასრისეთ კარგად, ბოლოს დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ქიშმიში. გულსართი გაყავით სამ თანაბარ ნაწილად.