ახალი კომბოსტოს სალათი
ახალი კომბოსტოს სალათი
დრო 10წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ამ სალათის მოსამზადებლად დაგვჭირდება ახალი კომბოსტო. სასურველია გამოვიყენოთ ნიახურის მსხვილი ღერები ფოთლების გარეშე. ზეითუნის ზეთი შეგვიძლია შევცვალოთ მზესუმზირის არარაფინირებული ზეთით, ხოლო ლიმონის წვენი – ძმრით.

ინგრედიენტები

  • ახალი კომბოსტო - 200 გ
  • ნიახურის ღერები - 2
  • ნიორი - 2 კბილი
  • კიტრი - 1
  • შაშკვლავი - 1 კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • მწვანე ხახვი - 2 ღერი
  • ზეითუნის ზეთი - 4-5 ს.კ
  • ლიმონის წვენი - 1-2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
1 ნიახურის ძირები გავრეცხოთ და დავჭრათ.

2 თხლად დავჭრათ კომბოსტო.

3 კიტრი გავფცქვნათ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.

4 ნიორი, მწვანილი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.

5 ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ და მოვასხათ ერთმანეთში არეული ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.

ტეგები:
კომბოსტო სალათი ნიახური ნანახია: 68188