დრო
90წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
რეცეპტი, რომლითაც ყველას აღაფრთოვანებთ
ინგრედიენტები
- მარგარინი 250 გრ
- შაქარი 1 ჭიქა
- სოდა 1/2 სკ
- მაიონეზი 150 გრ
- მარილი 1/4 ჩკ
- ფქვილი რასაც შეიზელს
კრემი
- ფქვილი 1 ჭიქა
- შაქარი 1,5 ჭიქა
- ვანილი 1 შეკვრა
- მარილი 1/4 ჩკ
- მდუღარე წყალი 1 ლ
- კარაქი 400 გრ
- კონიაკი 2 სკ
მომზადების წესები
1. ცომი: 250 გრ მარგარინი ამოიყვანეთ 1 ჭიქა შაქართან, უყავით 150 გრ მაიონეზი, 1/2 ჩკ სოდა, 1/4 ჩკ მარილი, ვანილი და ფქვილი რასაც შეიზელს, რომ მივიღოთ სქელი, მაგრამ ფაფუკი ცომი.
2. ტარტალეტკის ფორმებს კარგად ამოაკრით ცომი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.
3. მომზადება: გამომცხვარ, გაგრილებულ ტარტალეტკებს გულში ჩაუდეთ ნებისმიერი ხილის ჯემი და მორთეთ კრემით.
4. კრემი: 1 ჭიქა ფქვილს შეურიეთ 1,5 შაქარი, ვანილი, მარილი და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. შემოდგით საშუალო ცეცხლზე და თან ურიეთ სანამ არ გასქელდება. გასქელების შემდეგ ფაფა ცეცხლზე დატოვეთ 2-3 წუთი, გადმოდგით და გააცივეთ.
5. 400 გრ კარაქი ამოიყვანეთ მიქსერით, ჩაასხით 2 სკ კონიაკი, ჩაყარეთ ვანილი და შეურიეთ მომზადებულ ფაფას.