1. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ კარაქი. დარბლებულ კარაქს შევურიოთ კამა და მარილი. შევდგათ საყინულეში და გავყინოთ. 2. ქათმის ფილეს მოვაშოროთ შიდა პატარა ნაწილი. დიდი ნაწილი კი გავჭრათ შუაზე, მაგრამ არა ბოლომდე და გადავშალოთ შუაზე. 3. დიდი და პატარა ფილეც ფრთხილად დავბეგვოთ ორივე მხრიდან. დავაყაროთ მარილი და წიწაკა. 4. გაყინული კარაქი გავყოთ შუაზე, დავადოთ დიდ ფილეს შუაში, ზემოდან დავაფაროთ პატარა ფილე და მჭიდროდ შევახვიოთ დიდ ფილეში. კარგად შევკრათ კბილის ჩხირებით და არ დაგვავიწყდეს რომ კარაქმა შეწვისას არ უნდა გამოჟონოს. 5. მზა კოტლეტები გავახვიოთ პარკში და გავყინოთ 20 წუთი. 6. გამოვიღოთ კოტლეტები მაცივრიდან. ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ რძეში ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში. 7. შევწვათ ყველა მხრიდან კარგად გაცხელებულ ტაფაზე ბლომად ზეთში. გემრიელად მიირთვით