როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ცომი?
როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ცომი?
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 400 მლ
  • მარგარინი - 250 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ფქვილი - 1 კგ
  • მარილი - 1 ჩკ
მომზადების წესები
ფქვილი მოვათავსოთ ჯამში, შუაში ამოვაღრმავოთ, ჩავყაროთ მარილი. წყალი ნელ–ნელა ჩავასხათ ფქვილის შუაგულში და მოვზილოთ ცომი. შემდეგ გავაბრტყელოთ და მივცეთ კვადრატული ფორმა. მარგარინი გავყოთ 4 ნაწილად. გაბრტყელებულ ცომს ზემოდან გადავუსვათ მარგარინის 1 ნაწილი, ისე რომ მთელ ცომზე კარგად განაწილდეს, შემდეგ ცომი დავკეცოთ ოთხად და შევდოთ მაცივარში 30 წუთით. გამოვიღოთ, იმავე მიმართულებით გავაბრტყელოთ როგორც პირველად, გადავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, კარგად გავათანაბროთ და ისევ ოთხად დავკეცოთ, შევდოთ მაცივარში 20-25 წუთით. გამოვიღოთ ისევ გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარგარინი, დავკეცოთ და მაცივარში უკვე 15-20 წუთით გავაჩეროთ. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, გადავუსვათ მარგარინის ბოლო ნაჭერი, ისევე დავკეცოთ ოთხად და მაცივარში 10-15 წუთით მოვათავსოთ. ასეთი ცომი უკვე მზადაა მოხმარებისთვის. ცომის მაცივარში შენახვა შეგვიძლია მჭიდროდ დახურულ პოლიეთილენის პარკში 4-5 დღის მანძილზე.
რჩევა: ვეცადოთ რომ ფენოვანი ცომი ყოველთვის ერთი და იგივე მიმართულებით გავაბრტყელოთ.
ტეგები:
ცომი ფქვილი ფენოვანი ნანახია: 52951