კრემა კატალანა
კრემა კატალანა
დრო 180წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
კრემა კატალანა ესპანური დესერტია. იგი გემოთი კრემ-ბრულეს მოგვაგონებს. ლიმონის ცედრის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორთოხლის ცედრა.

ინგრედიენტები

  • შაქარი - 80-90 გ
  • სიმინდის სახამებელი - 50 გ
  • რძე - 750 მლ
  • კვერცხის გული - 6
  • შაქარი - 4 ს.კ (ცალკე)
  • ლიმონის ცედრა - 1
მომზადების წესები
80 გ შაქარი და კვერცხის გულები კარგად გავთქვიფოთ.

ერთ ჭიქა რძეში გავხსნათ სახამებელი, დავუმატოთ გათქვეფილი კვერცხისა და შაქრის მასას.

დანარჩენი რძე დავდგათ ცეცლხზე.

როდესაც ადუღდება, ჩავუმატოთ ლიმონის ცედრა, სახამებლისა და კვერცხის გულებისგან მომზადებული მასა და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, თან ვურიოთ.

კრემი როდესაც კარგად შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავანაწილოთ ცეცხლგამძლე ფიალებში და შევდგათ მაცივარში.

უკვე გაციებულ, გამკვრივებულ კრემს ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი შაქრის ფხვნილი და ცოტა ხნით შევდგათ ღუმელში, რომ ზემოდან მოიბრაწოს.