ქათმის ფილეს უგემრიელესი კატლეტები
ქათმის ფილეს უგემრიელესი კატლეტები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • ხახვი - 2 თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი) - თითო პატარა კონა
  • კვერცხი 1
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • მანის ბურღული - 2 სკ
მომზადების წესები
1. გაატარეთ ქათმის ფილე ხორცსაკეპში ხახვთან, ნიორთან, ბულგარულთან და მწვანილებთან ერთად. კარგად შეაზილეთ ყველაფერი ერთმანეთს და დაამატეთ მანის ბურღული, კვერცხი,  მარილი და წიწაკა.

2. გააკეთეთ ბურთები მიღებული მასიდან, ამოსვარეთ საფანელში და შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!