მოვამზადოთ ჰალვა საკუთარი ხელით
მოვამზადოთ ჰალვა საკუთარი ხელით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიგოზი - 100 გრ
  • თხილი - 20 გრ
  • მზესუმზირა - 100 გრ
  • ფქვილი - 160 გრ
  • შაქარი - 180 გრ
  • წყალი - 0,5 ჭიქა
  • ზეთი - 75 მლ
  • ნაღები - 75 გრ
  • ვანილი - 1 შეკვრა
მომზადების წესები

1. მშრა ტაფაზე მოხალეთ მზესუმზირა, თხილი დ ნიგოზი, შემდეგ დაფქვით კარგად ბლენდერში. ცალკე მოხალეთ ფქვილი და ისიც შეურიეთ მზესუმზირას და ნიგოზს.

2. მოამზადეთ შაქრის სიროფი, ჩაამატეთ ზეთი, ნაღები და ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა ადუღეთ რამოდენიმე წუთი. 

3. შეურიეთ ერთმანეთს ორივე მასა, ჩაამატეთ ვანილი, მოათავსეთ ჭურჭელში და რამოდენიმე საათი გააჩერეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნიგოზი ჰალვა მზესუმზირა ნანახია: 88403