ქათმის უგემრიელესი სალათა
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • ბოლოკი - 1 კგ
  • დაკონსერვებული სიმინდი - 200 გრ
  • ბულგარული წიწაკა - 1-2 ცალი
  • მწვანე ხახვი და კამა - თითო კონა
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
  • მაიონეზი - გემოვნებით
მომზადების წესები
1. მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით წვრილად ან დაჩილეთ.
2. გახეხეთ ბოლოკი და ხელით კარგად გაწურეთ.
3. გარეცხეთ მწვანე ხახვი, კამა, ბულგარული წიწაკა, შეამშრალეთ და დაჭერით წვრილად.
4. დაკნსერვებულ სიმინდს კარგად გადაუწურეთ წყალი.
5. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთ ჭურჭელში, მოასხით მაიონეზი, შეაზავეთ მარილით და შავი წიწაკით, კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ხორცი სალათა ბოლოკი ფილე ქათამ ნანახია: 368046