ქათმის ფილე სოკოს გარნირით
ქათმის ფილე სოკოს გარნირით
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • ხახვი - 2 თავი
  • სოკო - 500 გრ
  • არაჟანი - 300 გრ
  • კარაქი - 100 გრ
  • მდოგვი - 1 სკ
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. ქათმის ფილე გაჭერით შუაზე, შეაზილეთ მარილი და შავი წიწაკა, გააჩერეთ 10 წუთი და შეწვით კარაქიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
2. მოშუშეთ კარაქში ხახვი, 5 წუთში დაამატეთ დაჭრილი სოკო და გააჩერეთ სანამ სოკო არ მომზადდება. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, მდოგვი, მარილი და შავი წიწაკა, ამოურიეთ, წამოადუღეთ, ჩააწყვეთ ქათმის ფილე, კვლავ წამოადუღეთ და გამორთეთ. 

გარნირად ძალიან უხდება მოხარშული მაკარონი.
ტეგები:
ქათამი სოკო ფილე სადილი ნანახია: 7039