კუჭმაჭი
დრო 120წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ძმარი
  • მარილი და წიწაკა
  • ყვითელი ყვავილი - 1 ჩ.კ
  • ხმელი ქონდარი - 1 ჩ.კ
  • ხმელი ქინძი - 1 ჩ.კ
  • ქინძი - 1 კონა
  • უცხო სუნელი - 2 ჩ.კ
  • ბროწეული - 1
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ხახვი - 1-2
  • ღორის გულ-ღვიძლი - 1 კგ
  • ნიგოზი - 200-250 გ
მომზადების წესები

ღორის გულ-ღვიძლი მოვხარშოთ, მოვაყაროთ მარილი და გავაციოთ.

ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი ერთად დავნაყოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაფქული ყვითელი ყვავილი, ხმელი ქონდარი, უცხო სუნელი, მარილი და წიწაკა. სანელებლებიან მასას დავასხათ ცოტა ძმარი და კარგად ავზილოთ. საქონლის გულ-ღვიძლი წვრილად დავჭრათ ავურიოთ მომზადებული საკმაზი და ბროწეულის მარცვლები. გემოვნებით კიდევ დავუმატოთ ძმარი, მარილი და წიწაკა.

რჩევა

კუჭმაჭი შეგვიძლია მოვამზადოთ როგორც ღორის, ასევე საქონლის გულ-ღვიძლისაგან. ორიგინალურია ფრინველის გულ-ღვიძლის კუჭმაჭი. ვეგეტარიანელებს ვურჩევთმ, ეს კერძი მოხარშულ სოკოთი მოამზადონ.

Kuchmachi – Mix heart and liver with walnuts and pomegranate
 

ტეგები:
ბროწეული სუნელები იმერეთი ნანახია: 196577