უგემრიელესი დესერტი 4 ინგრედიენტით
უგემრიელესი დესერტი 4 ინგრედიენტით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილის ორცხობილა - 2 შეკვრა
  • კარაქი - 400 გრ
  • შესქელებული რძე - 2 ქილა
  • თხილი (მოხალული) - 1 ჭიქა
  • რძიანი შოკოლადი - 200 გრ
მომზადების წესები
1. კარგად დაფხვენით ვანილის ორცხობილა. დაჭერით მოხალული თხილი.
2. კარაქი ამოიყვანეთ გათეთრებამდე, ნელ-ნელა შეურიეთ  შესქელებული რძე და ვანილი. გახსოვდეთ კრემი იმდენ ხანს უნდა თქვიფოთ რომ გახდეს ჰაეროვანი.
3. ლამაზ ჭურჭელში ჩადეთ კრემის 1/2 ნაწილი, მოაყარეთ ზემოდან ორცხობილის 1/2, შემდეგ დარჩენილი კრემი და ზემოდან კვლავ ორცხობილა.
4. ბოლოს თავზე მოასხით გამდნარი შოკოლადი. შედგით მაცივარში 1-2 საათი და გემრიელად მიირთვით!