1. 7 ცალი კვერცხის გული და 1,5 ჭიქა შაქარი კარგად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ 200 გრ არაჟანი, 1ჩ/კ სოდა ძმრით, 2,5 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად და თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ, მოზრდილი ზომის ფორმაზე.2. 7 კვერცხის ცილა კარგად ავთქვიოთ, ისე რომ ჯამის გადმოტრიალებისას არ მოშორდეს ჯამის კედლებს, ნელნელა ჩავაყაროთ 2 ჭიქა შაქარი, 4 ს/კ სახამებელი, ვანილი და გავყოთ 2 ნაწილად. თითოეული ნაწილი წავუსვათ ფორმებში გაბრტყელებულ ცომს და დამოვაცხოთ 150 გრადუსსზე.3. მოვამზადოთ კრემი: 0.5 ჭიქა ფქვილს შევურიოთ 1 ჭიქა შაქარი, 1/4 ჩ/კ მარილი, ვანილი, დავასხათ მდუღარე წყალი და ისე რომ მორევა არ შევაჩეროთ, მივიყვანოტ ადუღებამდე, დავტოვოთ ცეცხლზე 3-4 წუთი. კრემის ფაფა კარგად რომ გაცივდება, შევურიოთ 400 გრ ამოყვანილი კარაქი, 1 ქილა შესქელებული რძე, 4 ს/კ არაჟანი, ვანილი და კრემიც მზად არის.5. მორთვა: თითოელ ფირფიტას წავუსვათ კრემი. კრემით კარგად დავფაროთ ნამცხვრის გვერდებიც და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.