1. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე, შედგით შიგ ცხიმწასმული საცხობი ყალიბი. 2. ამოიყვანეთ კვერცხი კარგად, ჩააყარეთ მარილი, შაქარი, სოდა ძმრით, ვანილი და ბოლოს ფქვილი. 3. ჩაასხით მომზადებული ცომი ცხელ ყალიბში და გამოაცხვეთ 5 წუთი. გააგრილეთ ბისკვიტი, წაუსვით ზემოდან ჯემი, მურაბა ან მოხარშული შესქელებული რძე და გადაახვიეთ რულეტისებურად. გემრიელად მიირთვით!