კვერცხის სალათა მაწვნის საკმაზით
კვერცხის სალათა მაწვნის საკმაზით
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაწონი - 1 ჭ
  • მაიონეზი - 400 გ
  • ნიორი - 5-6 კბილი
  • ქინძი - 2 კონა
  • კამა - 2 კონა
  • ტარხუნა - 2 კონა
  • კვერცხი - 8
  • წყალი - 1 ჭ
  • ხმელი ქინძი
  • უცხო სუნელი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ წყალი და გავფცქვნათ. თითოეული გავჭრათ შუაზე. ცალკე წვრილად ავკეპოთ მწვანილი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, სნელებლები, წყალი, მაწონი, მარილი და პილპილი. ეს მასა კარგად ავურიოთ და მოვასხათ მოხარშულ კვერცხებს.

რჩევა

ამ საკაზმში კვერცხის ნაცვლად შეგვიძლია ჩავაწყოთ მოხარშული კარტოფილი, კიტრი და სხვა სასურველი ბოსტნეული.

ტეგები:
კვერცხი სალათი მაწონი ნანახია: 190527