გემრიელი და დიეტური სადილი წიწიბურათი
გემრიელი და დიეტური სადილი წიწიბურათი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 500 გრ
  • ხახვი - 1 თავი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • კამა - 1 კონა
  • ტომატის პასტა - 2 სკ
  • წყალი - 500 მლ
  • წიწიბურა - 250 გრ
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
  • ბაზილიკი - 0,5 ჩკ
მომზადების წესები

1. დაჭერით ქათმის ფილე კუბიკებად, შეაზილეთ ბაზილიკი და მარილი, გააჩერეთ 5-10 წუთი და შეწვით ზეთიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე.
2. ხახვი დაჭერით რგოლებად, გახეხეთ სტაფილო, დაჭერით კამა წვრილად, დააყარეთ ყველაფერი ტაფას, ამოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ დაასხით წყალში გახსნილი ტომატის პასტა, შეაზავეთ მარილით და შავი წიწაკით, დააყარეთ გარეცხილი წიწიბურა, კიდევ ერთხელ ამოურიეთ, დააფარეთ თავი და დატოვეთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ქათამი წიწიბურა ფილე სადილი ნანახია: 24026