ბლინები თინუსით
ბლინები თინუსით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 300 მლ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • კარაქი - 3 სკ
  • ოხრახუში - 1 სკ
  • მარილი - მწიკვი
გულსართი
  • თინუსი - 2 ქილა
  • მწვანე ხახვი - ნახევარი კონა
  • წიწაკა - გემოვნებით
  • კიტრის მწნილი - 2 ცალი
მომზადების წესები
ცომის ინგრედიენტები ერთად ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას მივიღებთ და 30 წუთით მაცივარში შევდგათ, შემდეგ კი გახურებულ ტაფაზე გამოვაცხოთ: ტაფას ერთჯერადად წავუსვათ ზეთი, დავასხათ ზედ ცოტაოდენი ცომი და სწრაფად გადავანაწილოთ ტაფის ზედაპირზე. თითოეული გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.
გულსართის ინგრედიენტები კარგად ავურიოთ ერთმანეთში, მოვათავსოთ ბლინზე და მილივით გადავახვიოთ.

ტეგები:
თინუსი ბლინები ნანახია: 3640