1. ძვლიანი ხორცი დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ. მოხარშვამდე ცოტა ხნით ადრე ჩააგდეთ 2 ცალი გაფცქვნილი, მთლიანი ხახვი. 2. გათალეთ კარტოფილი და სტაფილო, დაჭერით ნაჭრებად, გარეცხეთ ბრინჯი და ყველაფერი ერთად ჩაყარეთ ქვაბში. 3. ბოსტნეული რომ მოიხარშება ჩაამატეთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, დაფნა, მარილი და წიწაკა, წამოადუღეთ და უგემრიელესი წვნიანიც მზად არის.