1. საშუალო ზომის ვაშლს ამოაცალეთ გული, ჩაასხით შიგ რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.2. გარეცხილი და შემშრალებული ქიშმიში ამოსვარეთ ზეთში, შეურიეთ გატარებულ თხილში ან ნიგოზში, დაამატეთ ცოტა დარიჩინი და მიღებული მასით ამოავსეთ ვაშლი.3. ვაშლები ფრთხილად დააწყვეთ საცხობ სინზე, ძირზე მოასხით წყალი, თვითონ ნაყოფს კი კარგად გადაავლეთ შაქრის სიროფი, შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სანამ არ დარბილდება და დაიბრაწება.გემრიელად მიირთვით!