დრო
30წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- წყალი - 500 მლ
- მარგარინი - 250 გრ
- მარილი 1/4 ჩკ
- ფქვილი - 500 გრ
- კვერცხი - 8 ცალი
მომზადების წესები
ქვაბში მოათავსეთ წყალი, კარაქი და მარილი. შემოდგით ცეცხლზე. კარაქი რომ მთლიანად გადნება და წამოდუღდება ჩაამატეთ ფქვილი. ურიეთ ხის კოვზით და შუშეთ 2-3 წუთი. ცომი მზადაა, როცა მოგუნდავდება და ქვაბის კედლებს ადვილად მოსცილდება. გადმოდგით და სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. გადაიტანეთ ცომი საკონდიტრო ტომარაში და ეკლერის ფორმით გაანაწილეთ ქაღალდჩაფენილ ღუმელის ტაფაზე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.