1. გასუფთავებული კარტოგილი დაჭერით თხელ რგოლებად ასევე დაჭერით ხახვი. კარტოფილის ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა.2. საშუალო ზომის საცხობ ფორმას წაუსვით ბლომად კარაქი და ფენე-ფენა ჩაალაგეთ კარტოფილი და ხახვი, განსაკუთრებით ფრთხილად და ლამაზად დაალაგეთ ბოლო ფენა კარტოფილი, რათა ლამაზად გამოიყურებოდეს. 3. შეურიეთ ერთმანეთს ცხელი ბულიონი (შეგიძლიათ გალინა ბლანკა გახსნათ წყალში) და ცხელი რძე და მოასხით კარტოფილს, ზემოდან კი მოასხით გამდნარი კარაქი. დააფარეთ ყალიბს ფოლგა და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი, შემდეგ მოხადეთ ფოლგა და გააგრძელეთ ცხობა კიდევ 40 წუთი.გემრიელად მიირთვით!