1. დაჭერით ხახვი, ნიორი, ყაბაყი, სოკო და მოშუშეთ ტაფაზე ზეთში 3-4 წუთი. დაამატეთ ტომატის პასტა და გააგრძელეთ მოშუშვა კიდევ 2 წუთი.2. გადაიტანეთ ბოსტნეული ქვაბში, დაასხით წყალი, აადუღეთ და ჩაამატეთ სპაგეტი.დატოვეთ ცეცხლზე მოსახარშად 10 წუთი, დრო და დრო ამოურიეთ. მზად რომ იქნება უყავით მარილი, შავი წიწაკა, კიდევ ერთხელ ამოურიეთ, გააჩერეთ 1-2 წუთი და გამორთეთ. გემრიელად მიირთვით!