1. ხახვი და სოკო დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე (საშუალო ტემპერატურაზე). 10 წუთში დაამატეთ ფარში, დასრესილი ნიორი, მარილი, ყვითელი ყვავილი, პილპილი და კარგად მოურიეთ გააჩერეთ 20-25 წუთი.2. ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცივი წყალი და შეურიეთ ფარშს. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, კარგად მოურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან 3. პომიდორი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით თავი, კოვზით ამოიღეთ შიდა ნაწილი და მოათავსეთ შიგ ოდნავ შეგრილებული ფარში.4. ფარშირებული პომიდვრები შეგიძლიათ გამოაცხოთ აირღუმელში, თუმცა ცოცხალი პომიდორითაც ძალიან გემრიელია.