კარტოფილის კატლეტები
კარტოფილის კატლეტები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 500 გრ
  • ფქვილი - 1/2 ჭიქა
  • რძე - 1/4 ჭიქა
  • მწვანე ხახვი - 2 ღერი
  • ნიორი - 2 კბილი
  • გახეხილი ყველი - 120 გრ
  • სოდა - 1/2 ჩკ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მოხარშული კარტოფილი გავხეხოთ მსხვილად. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, ფქვილი და სოდა. შემდეგ დავამატოთ კვერცხი და რძე. კარგად ავურიოთ.
დავამატოთ პილპილი, გახეხილი ყველი. მიღებული ცომი კოვზით დავდოთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან