1. კარგად ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, ჩაამატეთ გამდნარი კარაქი, მაწონი სოდით, ვანილი, კაკაო, მარილი და ფქვილი. 2. მიღებული ცომი გაანაწილეთ მაფინების ფორმებში, თავზე მოაყარეთ დაფშვნილი შავი შოკოლადი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ კარგად არ გამოშრება.