ნივრიანი პური
ნივრიანი პური
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი პური წვნიანებისთვის

ინგრედიენტები

  • პური - 1 ბატონი
  • კარაქი - 4 სკ
  • ზეითუნის ზეთი - 1 სკ
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ოხრახუში - დაჭრილი 1 სკ
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
1. დაჭერით პურის ბატონი ნაჭრებად ისე რომ არ დაირღვეს მთლიანობა.
2. გაადნეთ 4 სკ კარაქი 1 სკ ზეითუნის ზეთთან, დაამატეთ 2-3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მარილი. დატოვეთ ცეცხლზე 2 წუთი, თან ურიეთ.
3. ჩაასხით მიღებული მასა პურის ნაჭრებში, პური შეახვიეთ ფოლგაში და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი, მოაშორეთ ფოლგა და დატოვეთ ღუმელში სანამ კარგად არ დაიბრაწება. 
ტეგები:
ნიორი პური კარაქი ოხრახუში ნანახია: 10778