ნამცხვარი "თეთრი სნიკერსი"
ნამცხვარი "თეთრი სნიკერსი"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • შაქარი - 1,5 ჭიქა
  • დარბილებული მარგარინი - 250 გრ
  • მაიონეზი - 1 სკ
  • სოდა ძმრით - 1+1
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • ფქვილი - 3 ჭიქა
ბეზე
  • კვერცხის ცილა - 6 ცალი
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • ვანილი - 1 შეკვრა
კრემი
  • კარაქი - 500 გრ
  • შესქელებული რძე - 2 ქილა
  • ვანილი - 1 შეკვრა
მოსართავად
  • თხილი ან ნიგოზი - 1 ჭიქა
  • შოკოლადი - 100 გრ
მომზადების წესები

1. ავთქვიფოთ კვერცხის გული და შაქარი, შევათქვიფოთ რბილი მარგარინი, დავუმატოთ მაიონეზი, სოდა ძმრით, ვანილი, ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.გავყოთ სამ ნაწილად და შევდგათ მაცივარში ნახევარი საათი.

2. მოვამზადოთ კარგი ბეზე. გამოვიღოთ ცომის მესამედი გავაბრტყელოთ ნამცხვრის ქაღალდზე, გადავუსვათ ბეზეს მესამედი და შევდგათ აერღუმელში ნელ ცეცხლზე გამოსაცხობად. ასე გამოვაცხობთ სამივე ფენას.

3. მოვამზადოთ კრემი: ავთქვიფოთ კარაქი მიქსერით ისე რომ ჰაეროვანი გახდეს, ნელ-ნელა შევურიოთ შედედებული რძე, დავამატოთ ვანილი.

4. გამომცხვარ 2ფენას გადავუსვათ კრემის ნახევარ–ნახევარი და მოვაყაროთ მოხალული თხილი ან კაკალი.მესამე ფენას კი მოვაწუწოთ მინანქარი ან გამდნარი შოკოლადი და მოვაყაროთ დარჩენილი კაკალი ან თხილი.გააჩერეთ რამდენიმე საათი რომ კრემი კარგად მიიღოს.

გემრიელად მიირთვით!