გარეცხეთ და გააშრეთ წიწაკები, ამოაცალეთ თესლები, გაწმინდეთ და დაჭერით სიგრძივად (4-5 ნაწილად წიწაკის ზომის მიხედვით).დაასხით ზეთი ფართო ტაფაზე და გააცხელეთ, დაამატეთ წიწაკის ნაჭრები და ფრთხილად აურიეთ. მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება და ფერს შეიცვლის. ჩვეულებრივ, 10-12 წუთი საკმარისია.ნიორი დასრისეთ და დაუმატეთ წიწაკას, ისევ აურიეთ.2 წუთის შემდეგ ნივრიან წიწაკებს მოასხით ბალზამიკო, მოაყარეთ მარილი და მწარე წიწაკა. გააგრძელეთ მოშუშვა კიდევ 4-5 წუთის განმავლობაში.თეფშზე გადმოღების შემდეგ წიწაკას მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!