+ N/A
ყვავილოვანი კომბოსტოს მობრაწულა ფარშით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში - 300 გრ
  • ხახვი - 1 თავი
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 600 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მდოგვი - 1 სკ
  • პომიდორი - 3 ცალი
  • დაჭრილი ოხრახუში - 2 სკ
  • კარაქი - 20 გრ
  • ფქვილი - 20 გრ
  • რძე - 125მლ
  • უმარილო ყველი - 150 გრ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ მსხვილ ყვავილედებად. 15 წუთის განმავლობაში მოვწალოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ. ხორცის ფარშს შევურიოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, მარილი, პილპილი, პაპრიკა, მდოგვი და ოხრახუში. ხორცის ფარშის ნაწილი ფორმაში მოვათავსოთ, დანარჩენით დიდი გუნდა მოვამზადოთ, შიგ ჩავარჭოთ კომბოსტოს ყვავილედები და ჩავდოთ ფორმაში. ხორცის ფარშზე თხლად დაჭრილი პამიდორი დავაწყოთ. ტაფაში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და მოვშუშოთ, დავასხათ ცოტაოდენი კომბოსტოს ნახარში და რძე, შევურიოთ ასევე ყველი. როცა ერთგვაროვანი მასა გახდება, დავუმატოთ მარილი, პილპილი და კომბოსტოსა და ფარშს მოვასხათ. გამოვაცხოთ 10 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
ტეგები:
ფარში ხორცი კომბოსტო ნანახია: 5393