კომშის მურაბა
კომშის მურაბა
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კომში - 1 კგ
  • შაქარი - 1 კგ
  • კომშის ნახარში - 1,5 ჭიქა
მომზადების წესები

კომში გავრეცხოთ, მოვაცილოთ კანი და დავჭრათ ნაჭრებად. ავადუღოთ წყალი,
ჩავყაროთ შიგ დაჭრილი კომში და მოვხარშოთ,სანამ ცოტა არ შერბილდება, მერე ქაფქირით
ამოვალაგოთ კომში წვენიდან და ლანგარზე მოვათავსოთ ერთ ფენად. კომშის ნახარში წვენი გავწუროთ, ჩავასხათ შესაფერ ჭურჭელში (1,5 ჩაის ჭიქა 1კილოგრამზე), დავუმატოთ შაქარი და მოვხარშოთ სიროფი, შემდეგ ჩავაწყოთ შიგ მომზადებული კომში და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ,სანამ მზად არ იქნება.

ტეგები:
მურაბა კომში დესერტი ნანახია: 44410