ღუმელი 180 გრადუსზე გავაცხელოთ. 6 ცალ მაფინის ფორმას წავუსვათ ზეთი (უკეთესია თუ სილიკონის ფორმებს გამოვიყენებთ). ფორმებში ჩავაფინოთ ბეკონის ნაჭრები ისე, რომ ფენებმა ფორმა სრულად შეავსოს და გვერდებზეც გადმოვიდეს. შუაში ჩავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კალათები შევდგათ გახურებულ ღუმელში და 10-12 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, შემდეგ შევაგრილოთ, ფრთხილად ამოვიღოთ ფორმებიდან, მოვაყაროთ ოხრახუში და მივიტანოთ სუფრაზე.