გამომცხვარი ქათამი პამიდვრითა და წიწაკით
გამომცხვარი ქათამი პამიდვრითა და წიწაკით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 1 კბილი
  • ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
  • ზეთი - 1 სკ
  • ბოსტნეულის ხიზილალა - 300 გრ
  • გრძელი ბრინჯი - 150 გრ
  • ფეტა - 100 გრ
  • ოხრახუში - 2-3 ღერი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. წიწაკა საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ხორცს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ ზედ ქათმის ფილე და თითო მხარეზე 2-3 წუთის განმავლობაში შევწვათ. ხორცი ამოვიღოთ, ამავე ცხიმში ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. 3 წუთში დავუმატოთ ბოსტნეულის ხიზილალა, შევანელოთ მარილითა და წიწაკით. ბრინჯი ჩავყაროთ 300 მლ მდუღარე მარილიან წყალში და თავდახურული ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. სოუსის 2/3 საცხობ ფორმაში მოვათავსოთ, ზედ დავაწყოთ ქათმის ფილეს ნაჭრები და ზემოდან დანარჩენი სოუსი გადავანაწილოთ. თავზე მოვაყაროთ დაფხვნილი ყველი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. მზა კერძს მოვაყაროთ ოხრახუში და სუფრაზე ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
ტეგები:
ქათამი ხორცი სადილი ნანახია: 6537