ფქვილი, გამაფხვიერებელი, დაჭრილი, გაცივებული კარაქი მოვათავსოთ თასში და ხელით ავსრისოთ. დავუმატოთ ლუდი და მოვზილოთ ცომი. ცომი დავყოთ 8 ნაწილად, გავახვიოთ ცელოფანში და 2 საათით შევინახოთ მაცივარში. შემდეგ სათითაოდ გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ 10-12 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ დაიბრაწება. კრემი: 2 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა ფქვილი ავურიოთ, დავასხათ 3 ჭიქა ცხელი რძე. სწრაფად მოვურიოთ, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 10 წუთი. როცა შეგრილდება, ავურიოთ ათქვეფილი კარაქი, ვანილი და წავუსვათ 7 ფენას. ერთი ფენა დავფქვათ და ნამცხვარს ყველა მხრიდან მოვაყაროთ.