ქათმის წვნიანი ბოსტნეულით
ქათმის წვნიანი ბოსტნეულით
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქინძი
  • მაკარონი, ბრინჯი ან ბულგური - 1 მუჭა
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
  • სტაფილო - 1
  • ტკბილი წიწაკა, მწვანე - 1
  • ხახვი - 1
  • საშუალო ზომის ქათამი ან 700 გ ფილე
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხახვი წვრილად, ქათმის ხორცი კი საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ.

წიწაკა გავასუფთავოთ თესლისგან და დავჭრათ. სტაფილო გავხეხოთ.

გაზქურაზე შემოვდგათ ჩაიდანი.

ქათმის ხორცი მოვშუშოთ, ოდნავ ფერს რომ შეიცვლის, დავამატოთ დაჭრილი ხახვი, წიწაკა და გახეხილი სტაფილო. მოვურიოთ და დაახლოებით 5-7 წუთი საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ მდუღარე წყალი, დავახუროთ თავსახური, დავუწიოთ ცეცხლს და განვაგრძოთ მზადება. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ხორცი გავსინჯოთ, თუ მოხარშულია, კერძს დავუმატოთ ერთი მუჭა მაკარონი (სასურველია, წვრილი სახეობის), ბრინჯი ან ბულგური და განვაგრძოთ ხარშვა. დაახლოებით 10-15 წუთში ცეცხლი გამოვრთოთ, წვნიანი შევანელოთ მარილით, წიწაკითა და მწვანილით და მივიტანოთ სუფრასთან.