უცებ მოსამზადებელი სალათა ქათმის ხორცითა და წითელი ლობიოთი
უცებ მოსამზადებელი სალათა ქათმის ხორცითა და წითელი ლობიოთი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე
შეინახე რეცეპტი
ნოყიერი, გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი სალათა ნამდვილად გაგილამაზებთ არა მხოლოდ ყოველდღიურ, არამედ სადღესასწაულო სუფრასაც.

ინგრედიენტები

  • პამიდორი - 2-3 ცალი
  • ქათმის ფილე - 500 გ
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 150 გ
  • წითელი ლობიო - 200 გ
  • სალათის ფოთლები
  • მარილი - გემოვნებით
  • ორცხობილები
  • მაიონეზი ან არაჟანი - 250 გ
მომზადების წესები
წინასწარ მოხარშეთ წითელი ლობიო, ისე რომ ძალიან არ ჩაიხარშოს, დარჩეს კაკლებად და გაწურეთ.
გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. სალათის ფოთლები და პომიდორი დაჭერით.
დაჭერით ქათმის ფილე მოგრძო პატარა ნაჭრებად და შეწვით ტაფაზე 20 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე.
ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ ჯანმში, მოაყარეთ მარილი და მოასხით მაიაონეზი ან არაჟანი.
სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოაყარეთ ორცხობილები.
ტეგები:
სალათა ქათმის ფილე ნანახია: 4833