უგემრიელესი იტალიური ბრუსკეტი – საუზმე სულ რაღაც 5 წუთში
უგემრიელესი იტალიური ბრუსკეტი – საუზმე სულ რაღაც 5 წუთში
დრო 5წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
მარტივი, მსუბუქი და ძალიან გემრიელი – კლასიკური იტალიური საუზმე.

ინგრედიენტები

  • პური - 4 ნაჭერი
  • ყველი - 100-150 გ
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • პომიდორი - 1-2 ცალი
  • კარაქი - 1-2 სუფრის კოვზი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი) - გემოვნებით
მომზადების წესები
დარბილებულ კარაქს შეაზილეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. მსხვილ ნაჭრებად დაჭრილ პურს წაუსვით ნივრიანი კარაქი.
დააწყეთ ზემოდან ყველის ნაჭრები. შედგით ღუმელში იქამდე, სანამ ყველი არ გადნება, ხოლო პური არ დაიფარება ოქროსფერი ქერქით.
გამოიღეთ ღუმელიდან პური, ყველის ზემოდან დააწყვეთ მრგვლად დაჭრილი პამიდვრის ნაჭრები. მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანილი. კვლავ შედგით ღუმელში მხოლოდ ერთი წუთით.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
საუზმე ნანახია: 13276