დრო
40წთ
ულუფა
2
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ქათმის ბარკალი - 2
- წითელი ხახვი - 2
- ახალგამოწურული ბროწეულის წვენი - 100 მლ
- შავი პილპილი - 1/2 ჩ.კ
- მარილი
- ბრინჯი, პასტა ან კარტოფილი - გარნირად
მომზადების წესები
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, დავასხათ ბროწეულის წვენი, დავაყაროთ მარილი, პილპილი და დავდგათ, რომ არომატი გაუჯდეს.
ქათმის ბარკალს მოვაყაროთ მარილი და ცხიმში შევწვათ. ცხელ-ცხელი შემწვარი ხორცი სუფრასთან მივიტანოთ ბროწეულის წვენში დამარინადებულ ხახვთან ერთად.
გარნირად შეგვიძლია მოვამზადოთ როგორც მოხარშული ბრინჯი, აგრეთვე პასტა ან შემ-წვარი კარტოფილი.