მედოკის ყველაზე მარტივი რეცეპტი
მედოკის ყველაზე მარტივი რეცეპტი
დრო 50წთ
ულუფა 9
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ბევრისთვის მედოკი – ბავშვობის ტკბილი მოგონებაა. ამ დესერტის კლასიკურ რეცეპტი უკვე 200 წლისაა. გადმოცემის თანახმად ეს ნამცხვარი იმპერატორ ელისაბედს ანონიმურმა ქვეშევრდომმა მიართვა. დედოფალი იმდენად აღფრთოვანდა დესერტით, რომ ეს ტკბილეული მისი ფავორიტი გახდა.
გთავაზობთ იმპერატრიცას საყვარელი ტორტის რეცეპტს.
 

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2 ცალი
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 150 გ
  • თაფლი - 1 ს/კ
  • სოდა ან გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • ფქვილი - 450 გ
  • კრემისთვის:
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ვანილი
მომზადების წესები

ერთმანეთში შეურიეთ შაქარი და თაფლი, ისე რომ არ შეაჩეროთ თქვება, დაუმატეთ კვერცხი. შემდეგ ფქვილში გარეული გამაფხვიერებელი. მოზილეთ რბილი და ელასტიკური ცომი.
ცომი გაყავით 6 თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული და მიეციეთ წრის ფორმა.
ბისკვიტები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. თითოეულს დაახლოებით 5-6 წუთი დაჭირდება.
კრემისთვის კარგად ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი. გულუხვად წაუსვით თითოეულ ბისკვიტს კრემი. ბისკვიტის ჩამონაჭრები დაფხვენით და მოაყარეთ ზემოდან. თუკი შეძლებთ და არ წაგძლევთ სული, დააცადეთ ტორტს გაუჯდეს კრემი, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!
 

ტეგები:
ნამცხვარი ნანახია: 49393