უგემრიელესი ბადრიჯნის მომზადების ყველაზე მარტივი რეცეპტი
+ N/A
უგემრიელესი ბადრიჯნის მომზადების ყველაზე მარტივი რეცეპტი
დრო 35წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ამ სასარგებლო ბოსტნეულისგან მომზადებული უამრავი კერძი არსებობს. ამჯერად ყველაზე მარტივს, ხელმისაწვდომს, სრაფად მოსამზადებელსა და სასარგებლოს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - საშუალო ზომის 3-4 ცალი
  • პამიდორი - 3 ცალი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 150 გ
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
დაჭერით ბადრიჯანი მრგვალ 1 სმ-ის სიგანის ნაჭრებად.
დაამარილეთ და გააჩერეთ საწურში 30 წუთი, რათა ბოსტნეული თავისივე წვენმა არ გაამწაროს.
შემდეგ გარეცხეთ ის ცივ წყალში და შეამშრალეთ ხელსახოცით.
დაჭერით პამიდორიც წრეებად.
დაჭერით წვრილად ან დაჭყლიტეთ ნიორი.
გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე ყველი
დაალაგეთ დაჭრილი ბადრიჯანი ღუმელის გამოსაცხობ ტაფაზე.
ბადრიჯნით თითოეულ ნაჭერს დაადეთ გახეხილი ნიორი, ზემოდან პამიდორი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, გახეხილი ყველი და შედგით 170-180 გრადუსზე 30-35 წუთით.

ტეგები:
ბადრიჯანი ყველი ნანახია: 20142