ქათმის რულეტის ყველაზე მარტივი რეცეპტი – დაუვიწყარი გემო
ქათმის რულეტის ყველაზე მარტივი რეცეპტი – დაუვიწყარი გემო
დრო 30წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ქათმის რულეტის მომზადება სხვადასხვა გულსართით შეგიძლიათ, თუმცა, ჩვენ უნივერსალური რეცეპტი მოგიმზადეთ, რომელიც, ვფიქრობთ, ბევრს მოეწონება.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 8 ცალი (დაახლოებით 1,5 კგ)
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 200 გ
  • ნიორი - 4 კბილი
  • მწვანილი - 150 გ (ქინძი, ოხრახუში, კამა)
  • კარაქი - 100 გ
  • მაიონეზი - 50 გ
  • ზეთი - 60 გ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გულსართისთვის: გახეხეთ სახეხზე ნახევარი ყველი, შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი და კარაქი. მოაყარეთ მარილი.
დაბეგვეთ ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
დაბეგვილი ფილეს ნაპირას დადეთ გულსართი და გადაახვიეთ რულეტივით. შეწვით ზეთში რამდენიმე წუთი ორივე მხრიდან.
წაუსვით ფილეს ზემოდან მაიონეზი, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შედგით 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი.
კერძის მორთვა შეგიძლიათ ჩერის პამიდვრით ან ბულგარული წიწაკით. სუფრასთან მიიტანეთ მაკარონთან ან კარტოფილთან ერთად.

ტეგები:
მარტივი რეცეპტი ნანახია: 21332