მან თხელი ცომი ადუღებულ ზეთში ჩაასხა, შედეგად უგემრიელესი დესერტი მიიღო
მან თხელი ცომი ადუღებულ ზეთში ჩაასხა, შედეგად უგემრიელესი დესერტი მიიღო
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
პირველად ეს ტკბილეული გერმანული რეცეპტების წიგნში, 1879 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ის ნაციონალური დესერტი გახდა. Funnel Cake-მა სახელწოდება განსაკუთრებული მომზადების წესის გამო მიიღო: ცომი ზეთიან თაფაზე წრიული მოძროაბებით გრაფინის საშუალებით უნდა დაასხათ.

ინგრედიენტები

  • რძე - 2 ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • შაქარი - 2,5 ს/კ
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • ვანილის შაქარი
  • ზეთი
  • ქაღალდის ხელსახოცი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
დიდ ჯამში ჩაასხით რძე. დაუმატეთ 2 კვერცხი. მიღებულ მასას დაუმატეთ შაქარი და ვანილი, კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, კიდევ კარგად აურიეთ. მიღებული თხელი ცომი გრაფინის მეშვეობით, წვრილი ნაკადით უნდა ჩაასხათ. ტაფაზე დაასხით ზეთი, იმდენი, რომ ტაფის ზედაპირი კარგად დაფაროს (მასში უნდა მოიხარშოს ცომი), გაახურეთ კარგად და ჩაუშვით მასში ცომი წრიული მოძრაობით. შეწვით ცომი იქამდე, სანამ ყველა მხრიდან ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. მზა ბისკვიტს მოაყარეთ შაქრის პუდრა. შეგიძლიათ, ასევე მოასხათ მარწყვის მურაბა ან მიირთვათ ვანილის ნაყინთან ერთად.

ტეგები:
ტკბილეული ნანახია: 34110