ფრანგული სამზარეულოს სიამაყე – ყველის სუფი თეთრი ღვინით
ფრანგული სამზარეულოს სიამაყე – ყველის სუფი თეთრი ღვინით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
უნაზესი ემულსია ყველისა და ბულიონისგან – ეს ფრანგული სამზარეულოს ნამდვილი დღესასწაულია. ყველის სუფების უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ სწორედ ამ მეთოდმა დაიპყრო მსოფლიო. თანაც მისი მომზადება საკმაოდ მარტივია.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბულიონი - 500 მლ
  • გახეხილი ყველი - 80 გ
  • თეთრი მშრალი ღვინო - 75 მლ
  • ფქვილი - 1 ს/კ
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • კარაქი - 30 გ
  • არაჟანი - 2 ს/კ
  • ნივრიანი კარაქი - 1 ს/კ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - დანის წვერით
  • ოხრახუში - მოსართავად
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ბაგეტი პური - 1 ცალი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
დაჭერით ბაგეტის პური თხელ ნაჭრებად, წაუსვით ნივრიანი კარაქი და შედეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 5-10 წუთით.
გაადნეთ კარაქი საშუალო ზომის ქვაბში, დაუმატეთ ფქვილი და ოდნავ მოხრაკეთ.
ჩაასხით ქვაბში ცხელი ბულიონი და მოურიეთ ხელის სათქვეფით, რათა ფქვილი არ დაკორკოშელავდეს.
დაუმატეთ ღვინო. მიიყვანეთ სუფი ადუღებამდე, შემდეგ დაბალ ცეცხლე ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გამორთეთ. გახეხეთ ყველი და ჩაუმატეთ სუფში. კარგად აურიეთ, სანამ ყველი მთლიანად არ ჩადნება.
კვერცხის გულს შეურიეთ არაჟანი, კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ჩაუმატეთ სუფში, თან აქტიურად ურიეთ ხელის სათქვეფით.
დაუმატეთ მუსკატის კაკალი, მარილი და პილპილი. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ოხრახუშის ღეროებით.

ტეგები:
ყველი სუფი ნანახია: 15328