
შესანიშნავი რეცეპტი მათთვის, ვისაც დრო არ აქვს, რომ სადილები აკეთოს.
კარგად გახურებულ ტაფაზე გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.
ქათამი კარგად გარეცხეთ, შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით კარგად შეამშრალეთ – უფრო კარგად დაიბრაწება. შეწვით ტაფაზე ყველა მხრიდან.
მსხვილად დაჭერით ქამა სოკო და მოხრაკეთ იგივე ტაფაში.
დაუმატეთ 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და ჩაასხით ღვინო.
უმატეთ ქათმის ბულიონი და რამდენიმე სუფრის კოვზი მდოგვი.
მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ ნაღები (ან არაჟანი).
ხარშეთ სოუსი 10-15 წუთი, სანამ არ შესქელდება. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
ჩაასხით მომზადებული სოუსი ცეცხლგამძლე ფორმაში. ფორმა იმხელა უნდა იყოს, რომ სოუსმა დაფაროს ფსკერი და ამოვიდეს 3 სანტიმეტრზე.
ჩააწყვეთ სოუსში შემწვარი ქათმის ნაჭრები და მოაყარეთ ქონდარი.
შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გააჩერეთ 15-20 წუთი.