ბანანის უგემრიელესი ნამცხვარი 30 წუთში
ბანანის უგემრიელესი ნამცხვარი 30 წუთში
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ალბათ დამეთანხმებით, რომ ბანანისგან ყველაზე გემრიელი დესერტები გამოდის. იმაზე უკეთესი არაფერია, როცა ასეთ გემრიელობას მინიმალური ინგრედიენტები და დრო ჭირდება.

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 3 ს/კ
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • ფქვილი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • კარაქი - 100 გ
  • ბანანი - 3 ცალი
  • ვანილის შაქარი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ვამზადებთ ბისკვიტს. გააცალკევეთ ცილა და გული. აიღეთ 3 კვერცხის გული, ნახევარი ჭიქა შაქარი და გამდნარი კარაქი. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ და დაუმატეთ ფქვილი. ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს. შეინახეთ ცომი დროებით მაცივარში.
დაჭერით ბანანი წრეებად, მოაყარეთ ვანილის შაქარი.
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ გამოსაცხობი ფორმის დიამეტრზე. არ დაგავიწყდეთ ფორმას წაუსვათ ცხიმი, რათა ბისკვიტი არ მიეკროს.
ცომის ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი ბანანები და გადაუსვით არაჟანი. მნიშვნელოვანია, რომ არაჟანი საკმაოდ ცხიმიანი იყოს. აუცილებლობის შემთხვევაში გააკორექტურეთ არაჟნის გემო, დაუმატეთ შაქარი, ვანილი, ქოქოსის ფანტელი ან შაქრის პუდრა.
შედგით ნამცხვარი 20 წუთით ღუმელში, რომელიც წინასწარ 180-200 გრადუსზე იქნება გახურებული.
სანამ ნამცხვარი ცხვება, კვერცხის დარჩენილი ცილისგან და ნახევარი ჭიქა შაქრისგან გააკეთეთ ბეზე. ამისათვის კარგად ათქვიფეთ ცილა და შაქარი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
გამოიღეთ ღუმელიდან თითქმის გამომცხვარი ნამცხვარი და მოასხით ზემოდან ათქვეფილი ბეზე. შეგიძლიათ მორთოთ დარჩენილი ბანანის ნაჭრებით, ნუშით, ცუკატებით ან იმით, რაც თქვენ მოგესურვებათ.
შეაბრუნეთ ნამცხვარი ღუმელში და აცხვეთ კიდევ 3 წუთი.
ნამცხვარი მზად არის! შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც თბილი, ასევე ცივი.

ტეგები:
ნამცხვარი ბისკვიტი ბანანი ნანახია: 90531