"ოჯახური" ავსტრიულად: ჭეშმარიტად მამაკაცური კერძი
"ოჯახური" ავსტრიულად: ჭეშმარიტად მამაკაცური კერძი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ეს ტრადიციული ავსტრიული კერძი ძალიან გავს, ჩვენს "ოჯახურს". ხორცი კარტოფილთან ერთად განსაკუთრებით მამაკაცებს მოეწონებათ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 550 გ
  • ძროხის ან ღორის ხორცი - 250 გ
  • ლორი - 100 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ზეთი - 2 ს/კ
  • კარაქი - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით პატრა ნაჭრებად, დაამარილეთ და შეწვით ზეთში.
დაჭერით ხორცი და ლორი პატარა კუბიკებად, ხახვი ალყა-ალყა, ოხრახუში წვრილად.
კარტოფილის ბოლომდე შეწვამდე, დაახლოებით 10 წუთით ადრე, ჩაყარეთ ტაფაში ხახვი, ხორცი და ლორი. შუშეთ და პერიოდულად ურიეთ ხის ნიჩბით.
როცა ხორცი კარგად მოიხარშება, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კიდევ შუშეთ 2-4 წუთი.
გაადნეთ ცალკე ტაფაზე კარაქი და შეწვით მასში კვერცხი. თითო ულუფისთვის თითო კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
გადმოიღეთ კარტოფილი და ხორცი თეფშზე, მოაყარეთ მწვანილი და ზემოდან დაადეთ კვერცხი. შეგიძლიათ კვერცხი ამოიღოთ რეცეპტიდან.

ტეგები:
კარტოფილი ხორცი ოჯახური ნანახია: 4643