მომზადების წესი:თავდაპირველად გულსართს ვამზადებთ: კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ხაჭო და კვლავ კარგად თქვიფეთ.კარაქი ნელ-ნელა, ხელით შეაზილეთ ფქვილს, ისე რომ, კარგად დაკორკოშელავდეს.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. კარაქში გაქნილი ფქვილის ნახევარი თანაბრად გაანაწილეთ ფორმის ფსკერზე. ზემოდან დაადეთ ხაჭოს მასა, შემდეგ კი დარჩენილი ფქვილის ფხვიერი ცომი მოაყარეთ. შედგით ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით. როცა "ვატრუშკა" ამოვა და შევარდისფრდება, გამოიღეთ ღუმელიდან, შეაგრილეთ და დაჭერით.