ქონდრის ტაბაკა
ქონდრის ტაბაკა
დრო 35წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ქონდრის ტაბაკა წარმოადგენს ქონდრიან მაჭკატებს, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ქონდრის გარდა მაჭკატების მოსამზადებლად იყენებდნენ პიტნასაც. ზოგჯერ ცომში შაქარს არ უმატებდნენ.

ინგრედიენტები

  • შაქარი - 200 გ
  • ქონდარი - 1 კონა
  • კვერცხი - 2
  • მაწონი ან არაჟანი - 3 ს.კ
  • რძეა ან წყალი - 250 მლ
  • ფქვილი - 400-450 გ
  • ზეთი - 3-4 ს.კ
მომზადების წესები
ქონდარი გავრეცხოთ, შევაშროთ და წვრილად დავჭრათ.

კვერცხი, მარილი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ.

დავუმატოთ არაჟანი, რძე და სოდა ძმრით.

ცომს ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი და ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.

დავასხათ 3-4 ს.კ. ზეთი. თუ ცომის კონსისტენცია ძალიან თხელი იქნება, შეგვიძლია დავუმატოთ ფქვილი, ხოლო თუ სქელ კონსისტენციას მივიღებთ, შეგვიძლია გავათხელოთ რძით ან წყლით.

ცომში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ქონდარი.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. გაცხელებულ ტაფაზე სადილის კოვზით დავასხათ ცომი და საშუალო ცეცლხე ორივე მხრიდან შევწვათ.

რჩევა

ქონდრის ტაბაკა შეგვიძლია მივირთვათ სხვადასხვა ჯემთან, თაფლთან და მურაბასთან ერთად.

სირთულე – 1 დრო – 35 წუთი ულუფა – 12 ცალი

ტეგები:
ცომეული ბლინი ქონდარი ნანახია: 26824