მომზადების წესი:ათქვიფეთ კვერცხი და მარილი ერთად. მაწონში (ან კეფირში) გახსენით სოდა, ააფუეთ და დაუმატეთ კვერცხს. ჩაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. ცომი ოლადები კონსისტენციის უნდა ამოვიდეს.გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. ლორი დაჭერით პატარა კუბებად. ჩაუმატეთ ორივე ცომში და აურიეთ.წაუსვით ღუმელის ტაფას კარაქი, მოაყარეთ დაფქვილი ორცხობილა (საფანელი) ან მანანის ბურღული და ზემოდან დაასხით ღვეზელის ცომი. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და შედგით ღვეზელი 25-30 წუთით, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.