ტორტის ბისკვიტის რეცეპტი ყველაზე ზარმაცებისთვის
დრო 35წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ბისკვიტის ყველაზე მარტივი რეცეპტი. გამორიცხულია, ჩაგივარდეთ.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 5 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
მომზადების წესი:
თავიდანვე ჩართეთ ღუმელი და გაახურეთ 200-210 გრადუსამდე.
როცა ღუმელი გახურდება, დაიწყეთ ბისკვიტის მომზადება. ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ. ჯერ ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილის შაქარიც და ყველაფერი ერთად კარგად ათქევიფე მიქსერით.
შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილი, ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა. ცომი სქელი არაჟნის სისქის უნდა გამოვიდეს.
ჩაასხით მიღებული მასა პერგამენტჩაფენილ ფორმაში და შედგით ღუმელში 30-35 წუთი.
როცა ბისკვიტი მზად იქნება, გამორთეთ ღუმელი, მაგრამ არ გამოიღოთ ბისკვიტი, აცადეთ, იქვე გაგრილდეს.
ეს ბისკვიტი შესაშნავი საფუძველი იქნება ნებისმიერი ტორტისთვის.

ტეგები:
ბისკვიტი მარტივი რეცეპტი ნანახია: 160271