მომზადების წესი:გარეცხილი და გამშრალებული ქათმის ფილე დაჭერით დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად. ოდნავ დაბეგვეთ და კვლავ დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.ახლა ვამზადებთ სოუსს. ამისათვის აიღეთ ქვაბი, ჩაასხით მასში არაჟანი და შეურიეთ ტომატპასტა და ბულიონი. დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.ქათმის ფილე ამოავლეთ ფქვილში და მოათავსეთ საწურში, რათა ზედმეტი ფქვილი დაიფერთხოს.დაჭერით ხახვი და ოდნავ მოხრაკეთ ზეთიან ტაფაზე. შემდეგ დააყარეთ ხახვს ქათმის ფილე და ძლიერ ცეცხლზე ხრაკეთ 5-6 წუთის განმავლობაში. თან ურიეთ.ახლა გადაიტანეთ ხორცი და ხახვი არაჟნის სოუსში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.ბეფსტროგანოვი ძალიან უხდება კარტოფილის გარნირს, ან მაკარონსა და ბრინჯს.